Thursday, May 27, 2010

რომის იმპერია



რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.

სულას და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია — რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თან საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსის და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისარის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.

კეისარის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც მას იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.

რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთის და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.

ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

საღვთო რომის იმპერია (გერმ.: Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იყო ოფიციალური სახელწოდება იმპერიისა, რომელიც 962 წელს ოტო I-ის მმართველობის ჟამს კაროლინგური ოსტფრანკონიისაგან წარმოიშვა და 1806 წლამდე იარსება. უკანასკნელ წლებში ისტორიულ მეცნიერებაში "წმინდა რომის იმპერიის" აღსანიშნავად სახელწოდება "ძველ იმპერიასაც" იყენებენ.

სახელი "რომის იმპერია" (ლათ.: Imperium Romanum) ჯერ კიდევ კარლოს დიდისფრიდრიხ I-ის დროს მას დაემატა - "საღვთო" (ლათ.: Sacrum). საიმპერიო ტიტულატურაშიც მოიხსენიება. იმპერატორ

გერმანულენოვან დოკუმენტებში ეს სახელწოდება (Sacrum Imperium Romanum) პირველად 1254 წელს იმპერატორ კარლ IV-ის ბულაში იხსენიება. 1438 წლიდან ამ სახელწოდებას ემატება ნაწილი - "გერმანელი ერის" (ლათ.: Nationis Germanicae). 1512ლათ.:Sacrum Romanum Imperium Nationis Germanicae, გერმ.:Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) იმპერიის ოფიციალური სახელწოდება ხდება. წლიდან კი სახელწოდება "გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია" (

1806 წლის 6 აგვისტოს იმპერატორმა ფრანც II-ემ ნაპოლეონ ბონაპარტის ზეწოლის შედეგად უარი თქვა საიმპერიო გვირგვინზე და წმიდა რომის იმპერიამ თავისი "ათასწლიანი" არსებობა შეწყვიტა.



View რომი in a larger map

Thursday, May 20, 2010

batumis turizmi

ბათუმის რუკა

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი (ეს ოფიციალურად ჩამოსული სტუმრების რაოდენობა. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში უკვე მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი. ამდენად, ბათუმი, პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს. ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა და აღმშენებლობისა.